|
2016-07-22 16:55:45, 670 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ნატო-ში შესვლა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, სარწმუნოების და ტრადიციების საფრთხის ქვეშ დაყენებაა
პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, რუსეთის ინტერესშია ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დასაყრდენი გახდება. როგორც „TV პირველის“ ეთერში ჩართვისაას მეჭიაურმა განაცხადა, ის წინასაარჩევნოდ რუსულ ფულით არ დაფინანდება, მაგრამ რუსეთში მყოფი ქართული დიასპორის სურვილის შემთხვევაში, მათ დაფინანსებაზე უარს არ იტყვის. „რუსმა დეპუტატებმა ჩათვალეს, რომ საინტერესო იქნებოდა ჩვენთან ურთიერთობა, რადგან ჩვენ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად გვთვლიან, რომელიც არჩევნების მერე ხელისუფლებაში რაღაც დოზით მოიაზრება. ის „ოცნება“, რომელიც დღეს არსებობს ჩემთან არანაირ კონტაქტში არ არის. ეს პოლიტიკური ძალა იმდენად აცდენილია ჩემს ხედვებს, იქ ძალიან დიდ დისკომფორტს ვიგრძნობ. ჩვენ სწორი პოლიტიკური არჩევანი უნდა გავაკეთოთ და ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ. თუ ეს ინტერესები მოითხოვს რუსეთთან მოლაპარაკებებს, ჩვენ ამ გზით უნდა წავიდეთ. მე მიამჩნია, რომ დღეს პრიორიტეტული სწორედ რუსეთთან მოლაპარაკებებია. მე რუსი დეპუტატების მხრიდან დავინახე სურვილი, რომ მათ აქვთ მზადყოფნა საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა ქონდეთ, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება დამყარებული. მათ ესმით, რომ თუ საქართველო დაკარგეს, დაკარგავენ კავკასიასაც და ახლო აღმოსავლეთსაც. ნატო-ში შესვლა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, სარწმუნოების, ტრადიციების საფრთხის ქვეშ დაყენებაა. გამომდინარე აქედან, რუსების ინტერესებში იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ მართმადიდებლური ქვეყანან და როგორც უწინ ხდებოდა, საქართველო იქნება რუსეთის გარანტი სამხრეთ რეგიონებში. ჩვენ არ უნდა გავაღიზიანოთ რუსეთი და საერთო ინტერესების ნაბიჯებით ვიაროთ“, - განაცხადა მეჭიაურმა. მეჭიაურმა წინასაარჩევნოდ რუსულ ფულზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რუსეთიდან არანაირი დაფინანსება არ ექნება პარტია. თუმცა, თუ იქნება რუსეთში მყოფი ქართული დიასპორიდან დაფინანსების სურვილი, პარტია ამაზე უარს არ იტყვის.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)