|
2016-07-19 16:50:10, 714 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი ქალაქ პირანის მერს შეხვდნენ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს ქალაქ პირანის მერს პიტერ ბოსმანს შეხვდნენ. პრეზიდენტმა პირველ ლედისთან და დელეგაციასთან ერთად ზღვისპირა ქალაქის ისტორიული უბნები მოინახულა. როგორც პირანის მერმა პიტერ ბოსმანმა განაცხადა, საქართველოსა და სლოვენიას ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. „ბატონო მერო, მსურს გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი უნიკალური ანბანი, ასე რომ ჩვენი ხელნაწერი არაა ლათინური, ის უნიკალურია და განსხვავებული. ეს არის სრულად სხვა ენა და ერთ-ერთია არსებულ 14 ანბანს შორის"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და ,,ოქროს წიგნში,, ჩანაწერი გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა ქალაქის მერს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისათვის. ,,ეს არის განსაკუთრებული ვიზიტი, რადგან ჩვენ ვნახეთ სლოვენიური მასპინძლობა, რომელიც, შემიძლია გითხრათ, რომ გამორჩეულია. მჯერა, რომ ჩემს მოქალაქეებს სრულად უნდა გავუზიარო ის დიდი გამოცდილება, რომელიც მე აქ მივიღე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები ძალიან მოწადინებულნი იქნებიან ესტუმრონ სლოვენიას და თქვენს არაჩვეულებრივ ქალაქს. მადლობელი ვარ ამ მიღებისათვის და მოუთმენლად ველი ჩვენს ერებს შორის ურთიერთობათა გაღრმავებას",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. პირანის მერთან შეხვედრით საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)