|
2016-07-19 13:27:05, 793 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა სლოვენიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტი შეაფასა და მას ქართულ-სლოვენიურ ურთიერთობებში ახალი ფურცელი უწოდა. ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა სლოვენიის პრეზიდენტი საქართველოში დაპატიჟა: "მე მინდა გაცნობოთ, რომ სლოვენია ყოველთვის ძალიან აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, მაგრამ მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ არსებობს კიდევ ძალიან ბევრი სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია აქტიურად ვითანამშრომლოთ. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთნ დაკავშირებით სლოვენიამ ვარშავის სამიტზევე გააკეთა განცხადება, არსებობს ეკონომიკურ, კულტურულ სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი. შესაძლებელია თანამშრომლობა იმ დიდი გამოცდილების გაზიარებით, რომელიც ჩვენი მსგავსი წარსულის მქონე ქვეყანას აქვს რეფორმირების, და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. მე, დავპატიჟე სლოვენიის პრეზიდენტი. იქნება საპასუხო მაღალი დონის ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში, რაც გააღრმავებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსაც და თანამშრომლობასაც საერთაშორისო არენაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)