|
2016-07-19 12:44:03, 619 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მიტო ცერართან გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის, შეხვედრისას მხარეებმა დაინტერესება გამოთქვეს, სხვადასხვა სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და სლოვენიის გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა მზადყოფნას, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისათვის. აღინიშნა, რომ პრეზიდენტის დელეგაციაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართვა და ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა, ურთიერთობების გაღრმავებისათვის წინგადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების-ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველო მიესალმება სლოვენიელი მეწარმეებისა და ინვესტორების მიერ საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის შესწავლას. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სფეროს, ქართულმა მხარემ დაინტერესება გამოხატა ერთობლივი სასოფლო - სამეურნეო პროექტების განხორციელებაში. ქართული მხარე დაინტერესებულია ასევე, სლოვენიის ბაზარზე საქართველოს სასოფლო - სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)