|
2016-07-17 11:03:23, 826 ნახვა
პოლიტიკა
ზაზა ფირალიშვილმა "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა
ზაზა ფირალიშვილმა "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარტიის ყრილობის შემდეგ თავად გაავრცელა და პარტიის დატოვების მიზეზები განმარტა: "თუკი ვინმე დაინტერესდებით. საგანგებოდ დღის მეორე ნახევრისათვის შემოვინახე ეს ამბავი. დილიდანვე რომ გამეხმაურებინა, უნებურად თავისუფალი დემოკრატების ყრილობისათვის ზიანის მიყენების მცდელობა გამომივიდოდა. ამას კი არც თავს ვაკადრებდი და არც ყოფილ პარტნიორებს, მითუმეტეს, არ ვაკადრებდი ჩემს აქაურ მეგობრებს. ამასთან, რომ არ მეთქვა, წარმომიდგენია, რა მითქმა-მოთქმის საგანი გახდებოდა ეს ამბავი. დღესაც მივიჩნევ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი და წარმატებას ვუსურვებ",-წერს ზაზა ფირალიშვილი. მისივე მტკიცებით, რომელიმე სხვა, მითუმეტეს, სახელისუფლებო პოლიტიკურ გუნდში გადასვლას არ აპირებს. "დღესაც მაქვს ორიოდე საკმაოდ მომხიბლავი წინადადება, მაგრამ წმინდა მორალურ მოსაზრებებსაც რომ დავანებოთ თავი, პოლიტიკის გარეშეც მაქვს თვითრეალიზების სივრცე და ასეთი სალტო-მორტალეების საჭიროება არ გამაჩნია. ეს არის სულ, რისი თქმის სურვილიც მქონდა. მეტს ვერაფერს დავამატებ",-ნათქვამია ზაზა ფირალიშვილის განცხადებაში.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)