|
2016-07-16 18:50:21, 1082 ნახვა
რეგიონი
თეა წულუკიანმა ონში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა
სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისი ერთ სივრცეში − იუსტიციის სახლის სწრაფი და კომფორტული მომსახურება სულ მალე ონელებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. რაჭაში მშენებარე იუსტიციის სახლს დღეს მინისტრი თეა წულუკიანი ესტუმრა. იგი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა. წულუკიანთან ერთად ონში მიმდინარე მშენებლობა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. „ონის იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ ოთხი ფილიალიდან, რომლებიც 2016 წლის ბოლომდე გაიხსნება. მშენებლობა მიმდინარეობს ასევე ახალქალაქსა და ლაგოდეხში, ხოლო უკვე გაიხსნა ბორჯომის იუსტიციის სახლი. ონის იუსტიციის სახლში იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე სსიპ-ის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს ეროვნული არქივისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს − ოფისებიც განთავსდება. აქვე მოეწყობა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგების ოთახი. ონის იუსტიციის სახლი შოვისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და ის მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებსა და დამსვენებლებს. ონის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის. შენობის ფართი 590 კვადრატული მეტრია. ტენდერი ონის ფილიალის მშენებლობისთვის 2015 წლის მაისში გამოცხადდა. ონის იუსტიციის სახლში 25 პირი დასაქმდება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
ოდესა კვლავ დაბომბვის ობიექტი გახდა,არიან დაღუპულები და დაჭრილები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)