|
2016-07-14 16:14:58, 664 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ბათუმში, ევროკომისართან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანთან პირისპირ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. იოჰანეს ჰანმა გიორგი მარგველაშვილს, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების 2016 წლის 1 ივლისიდან ოფიციალურად ძალაში შესვლა მიულოცა. ევროკომისარმა ქვეყნის პირველ პირს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ სრულყოფილად შეასრულა ყველა ვალდებულება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების გზით. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესი მალე და წარმატებით დასრულდება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, ჩვენი ქვეყანა მტკიცედ ერთგული რჩება, რათა ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირთან პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)