01:13 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-14 14:17:30, 652 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპა წელში გამართული იყოს

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ევროკავშირში ცალკეული საკითხები პრობლემური გახდა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპიდან მხოლოდ სიკეთეების მიღება არ უნდა, არამედ სურს, პრობლემების მოგვარებაში მიიღოს მონაწილეობა:

"გამოიკვეთა, რომ საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა მოხდა ის, რომ თავად ევროკავშირში ამ ერთი წლის განმავლობაში, ცალკეული საკითხები გახდა პრობლემური,იგივე დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, სხვა საკითხები და ჩვენ კოლეგებს ვუთხარით, რომ საქართველოს ევროპიდან მარტო სიკეთეები არ გვინდა, ჩვენ გვინდა ვიყოთ თანამონაწილე პრობლემების მოგვარებაში, ჩვენ ვართ ევროპის ჭეშმარიტი პატრიოტები. ჩვენ ქვეყანა მიგვყავს ევროპული კეთილდღეობისკენ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპა წელში გამართული იყოს",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა ბათუმში გააკეთა, სადაც   რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპულიგზა- სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" გაიხსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics