|
2016-07-13 13:38:18, 640 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მე ჯერჯერობით იუსტიციის სამინისტროს სათავეში ვრჩები
მე ჯერჯერობთ იუტიციის სამინისტროს სათავეში ვრჩები, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იუტიციის სამინისტრო არის უწყება, რომელიც 4 წლის განმავლობაში სტაბილური იყო და მისი, როგორც მინისტრის მიზანია, ეს ასე დარჩეს. „ჩემი მიზანია, ეს უწყება სტაბილურად მივიდეს არჩევნებამდე, დარჩეს ნეიტრალურ უწყებად. ჩემს მინისტრ კოლეგებთან ერთად უნდა შევქმნათ მესამე პრეცედენტი სამაგალითო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა“, - განაცხადა წულუკიანმა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს იუტიციის მინისტრს მმართველი გუნდის ახალ წევრებთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს უნდა წარადგინონ, წულუკიანმა აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი შემდგარი პროფესიონალია და ის მათ მხარს უჭერს. „დღეს სამწუხაროდ საგურამოში ვერ მივემგზავრები, რადგან პრემიერთან შეთანხმებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა უნდა ჩამეტარებინა. ეს როგორც პრემიერმა აღნიშნა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა თბილისიდან ვგულშემატკივრობ თექვსმეტივე კანდიდატს, რომელსაც პრემიერი წარადგენს. ვფიქრობ, სასიამოვნო სიურპრიზი გვექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ თექვსმეტ ახალ სახეში ჩვენივე გუნდის უკვე გამოცდილი წევრები იქნებიან. კარგი ბალანსი გვექნება დაცული ქალებსა და მამაკაცებს შორის და მე მათ ყოველთვის მხარს დავუჭერ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)