|
2016-07-12 16:53:52, 1061 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ საცხოვრებელ კომპლექს "მაგნოლიას" საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში საცხოვრებელ კომპლექს "მაგნოლიას" საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე რევაზ ნადარაია განიხილავს. პროცესზე ბრალდების მხარემ " ცენტრ პოინტის" დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილისთვის, " ცენტრ პოინტის" დირექტორ ირაკლი მინდელისთვის, " ცენტრ პოინტის" გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანისთვის და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. რჩეულიშვილი, მინდელი და ჩარკვიანი პროცესზე იმყოფებიან, გურამ რჩეულიშვილი კი, იძებნება. შეგახსენებთ, გამოძიება მაია რჩეულიშვილს, ირაკლი მინდელსა და სალომე ჩარკვიანს ერთობლივად მენაშენეთა კუთვნილი 19 740 845 ლარის გაფლანგვას ედავება. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი მინდელი შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან - 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 1 657 959,39 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს. საუბარია ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „თეთრი მაგნოლიაზე“. მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს. "ცენტრ პოინტი აჭარა“-ს დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დაკავებულები არიან. სასამართლომ მაია რჩეულიშვილის დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. რაც შეეხება გურამ რჩეულიშვილს, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასევე მასზე გამოცხადებულია ძებნა.
უკრაინულმა დრონებმა Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს შეუტიეს, დაბომბეს როსტოვის გემთმშენებელი ქარხანა
დაურ ბუავას ადვოკატი - ჩვენ შსს-ს ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა მარტო დატოვა - დაკავებულია 1 პირი
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)