23:24 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 10:39:44, 613 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი ვერ შედგა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი მოსახლეობის დაბალი აქტივობის გამო არ შედგა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.

როგორც არაღიარებული რესპუბლიკის დეფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობამ 1,23% შეადგინა. ხმის მიცემის პროცედურაში 1628 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მედია საშუალების ინფორმაციით,  ე.წ. რეფერენდუმი იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ მასში მონაწილეობას რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 50% მეტი მიიღებდა.

ამასთან, აფხაზეთის "ცესკოს" მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები თითქმის თანაბრად გაიყო. ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას 750 ადამიანმა მისცა ხმა, წინააღმდეგ კი - 761-მა.

ოპოზიციას ანალოგური რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნა მხოლოდ 2 წლის შემდეგ შეეძლება. აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არის.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ოპოზიციამ საკუთარი ინიციატივით დანიშნული რეფერენდუმის შემოდგომაზე გადატანა მოითხოვა. 5 ილისს სოხუმში ე.წ. შინაგან საქმეთა სმაინისტროს შენობასთან დემონსტრანტებსა და ადგილობრივ სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეები დეფაქტო მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები ლეონიდ ძიაპშბას კრიმინოგენური ვითარების გაუარესებასა და რეფერენდუმზე მოსახლეობის ნების თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ.

მოგვიანებით, რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებების შედეგად, დეფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ ძიაპშბას უფლებამოსილება შეუჩერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics