|
2016-07-08 17:43:56, 1096 ნახვა
სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ცრუ დასმენის ჩადენაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და განზრახ მკვლელობასა და ცრუ დასმენის ჩადენაში ბრალდებული ხათუნა ბუწაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 373-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ სცნო: "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე–2 კვარტალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხათუნა ბუწაშვილმა მოკვლის განზრახვით პაატა ხუხუას დანით მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ხათუნა ბუწაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა ცრუ დასმენის ფაქტზეც. 2015 წლის 13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებულ მერაბ კ-ს ბრალდების საქმის განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა ხათუნა ბუწაშვილმა ჩაიდინა დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გაუერთიანდა ხათუნა ბუწაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ხათუნა ბუწაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ხათუნა ბუწაშვილს საბოლოოდ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)