21:42 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 13:24:33, 534 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტი: საქართველოსთან თანამშრომლობა, არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა

მიმაჩნია, რომ ნატო-ს საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობა არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა. ამ ქვეყნებს სჭირდებათ მხარდაჭერა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ექსპერტთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა. 

პოლონეთის ლიდერის თქმით, ნატო არის ალიანსი, რომლის როლი მსოლფიოში მშვიდობის უზრუნველყოფაა.

„თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო არის ალიანსი, რომლის როლია მსოლფიოში მშვიდობის უზრუნველყოფა, მაშინ ყველა ქვეყანა, რომელიც წევრიანდება ალიანსში და რომელიც უკვე არის ალიანსის საიმედო და პატივსაცემი წევრი, მხარს უჭერს მშვიდობას. ამგვარად, მჯერა, რომ რაც უფრო მეტი წევრი გვყვას, რომელიც მისდევს საერთაშორისო წესებსა და პრინციპებს, მით უფრო დიდია მსოფლიოში მშვიდობის გარანტია და მით უფრო ძლიერია ნატო”, - განაცხადა დუდამ.

როგორც დუდამ აღნიშნა, აუცილებელია, ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნება.

„ეს პოლიტიკა ორი ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი შემდეგია - ყველა ქვეყანა არის თავისუფალი და აქვს უფლება გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. რა თქმა უნდა, მან უნდ დააკმაყოფილოს წინაპირობები. თუმცა თუკი მეორე მხრიდან შევხედვათ, ალიანსმა უნდა შეინარჩუნოს კარი ღია. ჩვენ უნდა ვუთხრათ, დიახ, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ნატო-ში ის ქვეყნები, რომლებსაც ეს სურთ და რომლებიც დააკომაყოფილებენ შესაბამის პირობებს. მე მიმაჩნია, რომ ნატო-ს საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობა  არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა. ამ ქვეყნებს სჭირდებათ მხარადჭერა”, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. 

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს სამიტი ვარშავაში დღეს გაიხსნება.

საქართველოს დელგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.  

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მონაწილეთა შორის ნატო-ს 28 მოკავშირე არის, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად ალიანსის წევრი გახდება, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.

სულ სამიტს დაახლოებით 2 500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2 000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს.

ცნობისთვის, ეს ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics