|
2016-07-05 16:01:49, 693 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ქართული მხარე ითხოვს ბოდიშის მოხდას ისეთივე მაღალი ტრიბუნებიდან, როგორიდანაც ეს ბრალდება გაჟღერდა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ანგარიში დღეს საფრანგეთის ელჩმა და საქართველოში ევროკავშირისა და გაეროს მისიის წარმომადგენლებმა მოისმინეს. უცხოელ დიპლომატებს თავდაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა საგამოძიებო ჯგუფის წევრებთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ღირსეული პარტნიორია და წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში. ბესიკ ლოლაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირსების თემა, მეორე მხრივ კი - ადამიანის უფლებები. სწორედ ამიტომ, ქართულმა მხარემ პრინციპულ საკითხად მიიჩნია, გამოძიება უმაღლესი სტანდარტების დაცვით წარმართულიყო და სიმართლის დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად სწრაფი ნაბიჯები გადაიდგა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საქმეში რაც შეიძლება მეტი გამჭვირვალობა, მეტი ინფორმირებულობა იყოს. ყველამ იცოდეს დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება არასწორი მენეჯმენტის პირობებში ძალიან მძიმე ბრალდების საქმე უდანაშაულო ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით და ღირსების შელახვით მიმდინარეობდეს. მინდოდა სცოდნოდათ, რომ ქართული მხარე აუცილებლად ითხოვს ბოდიშის მოხდას ზუსტად ისეთივე მაღალი ტრიბუნებიდან, როგორიდანაც ეს ბრალდება გაჟღერდა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ამ ადამიანებს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენი ბიჭები უდანაშაულონი არიან. ეს საქმე შეიძლება გამოდგეს, როგორც მაგალითი იმისა, რომ ცოტა უფრო მეტი მცდელობა უნდა განახორციელოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ, ვიდრე რომელიმე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ ხელს გაიშვერს და ასეთ მძიმე დანაშაულში დასდებს ბრალს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა დიპლომატებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და გამოძიების დასრულებამდე დაგეგმილი ნაბიჯებიც გააცნეს. საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და ევროკავშირის მისიის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა დოროტა დლუჩი-სულიგამ ქართულ მხარეს სიმართლის დადგენის ძალისხმევისა და გამჭვირვალობისთვის მადლობა გადაუხადა. „ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რადგან სამხედროების მიერ არასრულწლოვნებზე შესაძლო სექსუალური ძალადობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის დადგენა. თუ სამხედროებს დამნაშავედ ცნობენ, ისინი უნდა დაისაჯონ. თუ ისინი არ არიან დამნაშავენი, მაშინ სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შეიარაღებული ძალების რეპუტაცია საფრთხის ქვეშ არის. ასე რომ, კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად უდგება და გამჭვირვალობას ირჩევს“, - აღნიშნა ელჩმა პასკალ მენიემ.
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)