|
2016-07-05 12:29:40, 650 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: რეზოლუციის გამო, ხვალ რუსები ცხინვალიდან და სოხუმიდან ჯარებს არ გაიყვანენ, მაგრამ პრობლემები ექნებათ
„რეზოლუციის გამო, რუსები ხვალ, ცხინვალიდან და სოხუმიდან ჯარებს არ გაიყვანენ, მაგრამ ამ რეზოლუციის გამო მათ ექნებათ პრობლემები, შემდგომი აგრესიული ნაბიჯების გადასადგმელად“,-ასე შესაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი რეზოლუციას „კონფლიქტები საქართველოში“. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ასეთი რეზოლუციები შემდგომი მოქმედებების საბაზო დოკუმენტები ხდება იმ სახელმწიფოებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის ვინც მას მხარი დაუჭირა. „რეზოლუციის იმპელემენტაციის თაობაზე მესმის გარკვეული ქირქილი, რომ ქაღალდზეა დაწერილი. ეუთო და პარლამენტის წევრები ზოგადად ქაღალდზე დაწერილ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, სხვა ბერკეტები და ინსტრუმენტები უბრალოდ არ გაგვაჩნია. ქაღალდზე ყველა სასიკეთო გადაწყვეტილება იწერება ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს უქმნის პრობლემებს. ამ რეზოლუციის მნიშვნელობა ძალიან დიდია. აქვს თუ არა მას იურიდიული ძალა? -არა. ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია და მას აქვს პოლიტიკური ძალა. ამ რეზოლუციის გამო რუსები ხვალ ჯარებს არ გაიყვნენ ცხინვალიდან და სოხუმიდან, მაგრამ ამ რეზოულიციის გამო მათ ექნებათ პრობლემები. შემდგომი აგრესიული ნაბიჯების გადასადგმელად და დანარჩენი მსოფლიო იქნება საქართველოს უფრო მეტად მხარდამჭერი კონტრზომებში, რაც ჩვენგან არის მისაღები“,-განაცახდა უსუფაშვილმა. ცნობისთვის, ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეამ და მასში შემავალმა ქვეყნებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ შეტანილი დეკლარაცია სახელწოდებით „თბილისის დეკლარაცია“, რომლიც 17 პუნქტისგან შედგება და ერთ-ერთი რეზოლუცია არის „კონფლიქტები საქართველოში“ ხმათა უმრავლესობით მიიღო.
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)