13:49 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 22:40:07, 1051 ნახვა

სამართალი
პროკურორი: ვერდიქტი ღირსეული პასუხი იყო ბრალდებულის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის წინააღმდეგ

"ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტი ღირსეული პასუხი იყო ბრალდებულის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის წინააღმდეგ", - ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის პროკურორის დავით ნეფარიძემ განაცხადა.

პროკურორის შეფასებით, ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. როგორც ნეფარიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტი ”ღირსეული პასუხი იყო ბრალდებულის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის წინააღმდეგ”.

”ბრალდების მხარეს ნამდვილად ჰქონდა ნაფიცი მსაჯულების რწმენა, რომ ისინი შეძლებდნენ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. ბრალდების მხარის რწმენა აბსოლუტურად გამართლდა. მათ შესაბამისი და ადეკვატური პასუხი გასცეს ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, როდესაც მაგდა პაპიძემ ქმარი და 5 წლის შვილი საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს. ნაფიცი მსაჯულების ეს გადაწყვეტილება, როდესაც მათ ერთხმად სცნეს დამნაშავედ ბრალდებული წარდგენილ ყველა ბრალდებაში, უპრეცედენტოა”, - განაცხადა დავით ნეფარიძემ. 

შეგახსენებთ, მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. ბრალდება 16-დან 20 წლამდე  ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელის ზომას, მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს.  6 ივლისს, 11 საათზე სასჯელს სასამართლო დანიშნავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics