|
2016-07-03 17:58:34, 730 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: ვერ ვხედავ გიგი წერეთლის ადგილს ეუთო-ს პრეზიდენტის პოსტზე
"მე ვერ ვხედავ გიგი წერეთლის ადგილს ეუთო-ს პრეზიდენტის პოსტზე",-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, "ნაციონალურმა მოძრაობა" მთელი თავისი საქმიანობით, მთელი თავისი შინაარსით, წარსულით და მომავლის გეგმებით ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს რაც არის ეუთო. „გიგი წერეთლის თავმჯდომარეობას რაც შეეხება, პირველი, ნაციონალურმა მოძრაობა მთელი თავისი საქმიანობით, მთელი თავისი შინაარსით, წარსულით და მომავლის გეგმებით ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს რაც არის ეუთო. ეს არის უსაფრთხოება, ეს არის ადამიანის უფლებები და ეს არის მშვიდობა მსოფლიოში და დედამიწის იმ ნაწილზე, რომელსაც ეუთო ფარავს. მეორე, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ლაპარაკობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი იყოს ამ თანამდებობაზე, მე პირადად მიმაჩნია, რომ ქართველობა არის არა სისხლის შემადგენლობით, არამედ სამშობლოსადმი სიყვარულით და მსახურებით. ამ გაგებით ნაციონალური მოძრაობის არც ერთი წევრი არ არის ქართველი, მათ არ აქვთ სამშობლო, მათთვის საქართველო არის უბრალოდ ის ტერიტორია სადაც მათ შეიძლება გაიკეთონ კარიერა. სხვა მათთვის საქართველო არ არსებობს, ამის ნათელი დასტურია სააკაშვილიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ ლაპარაკობდა, რომ საქართველო მის გეგმებში მეასე ადგილზეა, მას არ აინტერესებს საქართველო. მისთვის ოდესა და უკრაინა არის ის ქვეყანა, რომელიც უნდა გადაარჩინოს. დღეს როდესაც ჩაფლავდა მისი უკრაინული პროექტი, დღეში ოცჯერ ლაპარაკობს საქართველოზე, ნახა რომ იქ ვერ იკეთებს კარიერას და კარიერის აქ გაგრძელება უნდა. შესაბამისად მე ვერ ვხედავ გიგი წერეთლის ადგილს ეუთო-ს პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ თუ რუსული დელეგაციის დახმარებით მაინც გავა რას ვიზამთ, გავიდეს.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა. შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა. გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იგივე მოუწოდა ეუთოში საქართველოს დელეგატებს. რაც შეეხება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)