|
2016-07-02 22:06:58, 742 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე: ჩატაევი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებდა
"ჩატაევი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებდა" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსმა, გია ლორთქიფანიძემ "კურიერის" ეთერში განაცხადა. „როდესაც ინფორმაცია შემოვიდა, რომ ლაფანყურის ტყის მასივში აღმოჩენილ იყვნენ შეირაღებული პირები და იყო ინფორმაცია, რომ მიდიოდნენ რუსეთისა მიმართულებით საზღვრისკენ, ეს ჯგუფი შეჩერებული იყვნენ ჩვენს მიერ. „შემდეგ, იძულებული ვიყავით მოლაპარკებებში ჩაგვერთო ვინმე ისეთი პირი, ვისაც ისინი უფრო მოუსმენდნენ. იმ პერიოდში ჩატაევი იმყოფებოდა საქართველოში და ჩატაევი და ზელიმხან ხანგოშვილი ჩემი თხოვნით ჩაერთვნენ მოლაპარაკებაში, ავიდნენ იმ ადგილას, სადაც ეს ჯგუფი იმყოფებოდა, შემდეგ დაგვიკავშირდნენ ზელიმხან ხანგოშვილი და ჩატაევი და თქვეს, რომ ჯგუფთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს იმიტომ, რომ ისინი ამბობნენ რომ, ჩვენ მუსულმანები ვართ და იარაღს ვერ დავყაროთო. მთლიანობაში იყო პასუხი, რომ ჯგუფი არ აპირებდა არანაირ მოლაპარაკებაზე წასვლას. ჩატაევმა განაცხადა, რომ ისიც არის მუსულმანი და ვერ დატოვებს თავის მუსულმან ძმებს და იძულებულია, დარჩეს და მანაც მიიღოს ყველა იმ მოვლენებში მონაწილეობა, რომელიც შედეგ განვითარდებოდა. მე განვუმარტე, რომ, თუ ის დარჩებოდა, ის გახდებოდა შეიარაღებული ჯგუფის წევრი და მის მიმართაც გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება,“ - განაცხადა გია ლორთქიფანიძემ. ლორთქიფანიძის თქმით, ლაფანყურის სპეცოპერაციიდან 2 დღის შემდეგ ჩატაევი დაკავებული იქნა მესაზღვრეების მიერ და ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ჩატაევს თან ჰქონდა ხელყუმბარა. მისი თქმით, ახმედ ჩატაევის მიმართ ისევე, როგორც შეირაღებული ჯგუფის სხვა წევრების მიმართ, გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. გია ლორთქიფანიძე მთავრობის წევრების იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლებიც აცხადებენ, რომ ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა მტკიცებულების არარსებობის გამო, აცხადებს, რომ ჩატაევი თავიდან ბოლომდე მონაწიელობას იღებდა შეირაღებულ დაპირისპირებაში.
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)