|
2016-06-21 17:03:35, 1135 ნახვა
რეგიონი
კორკის საგრაფოს დელეგაციის ვიზიტი აჭარაში გრძელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მთავრობის წევრები კორკის საგრაფოს ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ბათუმში" შეხვედრა გაიმართა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბათუმისა და კორკის პორტებს, ასევე კორკის დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნენ აჭარის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს. რეგიონებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და გაღრმავების მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ქალაქებს შორის თანამშრომლობის განვითარების, კულტურათშორისი ცნობიერების ამაღლების, ევროკავშირის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საწინდარია. ეკონომიკის მრავალმხრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ორივე მხარე გამოხატავს მზაობას ხელი შეუწყონ მეწარმეებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დამყარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმის, ვაჭრობისა და გამოფენა-გაყიდვების არეალის გაფართოებას. რაც კორკის საგრაფოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის საერთო ინტერესებზე და სარგებელზე დაყრნობით, სამომავლოდ თანამშრომლობის სფეროების გაღრმავებას შუწყობს ხელს. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სარფის საბაჟო გამშვები პუნქტისა და იუსტიციის სახლის მუშაობას გაეცნობიან, დაათვალიერებენ რეგიონის ღირშესანიშნაობებს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, მუზეუმებს. შეხვედრები გაიმართება ბათუმის საზღვაო აკადემიაში და ბათუმი სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში. კორკის საგრაფოს დელეგაციას წარმოადგენენ კორკის საგრაფოს მერი ბ-ნი ჯონ პოლ ო'ში, კორკის საგრაფოს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნი ტიმ ლუსი, კორკის საგრაფოს საბჭოს კორპორატიული სამსახურის აღმასრულებელი ოფიცერი ბ-ნი შონ ო' კალაჰემი. აღსანიშნავია, რომ ქალქი კორკი სიდიდით მეორე ქალაქია ირლანდიაში. ქალაქის ძირითადი ნაწილი მდებარეობს კუნძულზე, მდინარე ლის სანაპიროზე. კორკის ნავსადგური ცნობილია, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ბუნებრივი ნავსადგური, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში იქცა ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ პორტად. ის ტვირთბრუნვისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი დატვირთული პორტია. ადგილობრივები ქალაქს ,,ირლანდიის ნამდვილ დედაქალაქადაც" მოიხსენიებენ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)