|
2016-06-18 21:07:29, 643 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის დელეგაციის ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ პაფოსში გრძელდება
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე პაფოსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ანდრეას დემეტრიადესის შეხვდა. საუბარი ორი ქალაქის ეკონომიკურ და კულტურულ პოტენციალს შეეხო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და პაფოსის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. პაფოსის წარმომადგენლებმა ბათუმის დელეგაციას საკურორტო ქალაქის პოტენციალი გააცნეს. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრა. სამომავლოდ ორმხრივი ურთიერთობები დაიგეგმა სხვადასხვა მიმართულებით: ბიზნეს ფორუმის მოწყობა; 2017-ში ევროპის კულტურის დედაქალაქში - პაფოსში კულტურის დღეების მოწყობა, მათ შორის ოპერის, ფოლკლორის, თეატრის წარმომადგენლების გამგზავრება, კულტ-გაცვლითი პროგრამები, უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობა, მათ შორის ტურისტულ სფეროში, ოპერის მომღერლების ტურნე პაფოსში 2017-ში კლასიკური მუსიკის ფესტივალზე, ჩვენი ოპერის მომღერლების და მუსიკალურის მასწავლებლების მასტერკლასები. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და პაფოსის მერმა ფედონას ფედონასიმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ორ ქალაქს შორის მემორნდუმის გაფორმება, ტურიზმის განვითარების კუთხით მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,ხორუმი" და სიმღერის ანსამბლი ,,ელესა" თავიანთ შემოქმედებას წარუდგენენ ადგილობრივ მოსახლეობას.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)