|
2016-06-16 17:47:09, 538 ნახვა
პოლიტიკა
ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვევა
ივლისის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვევა, - ვიზიტის დეტალებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრაზე ისაუბრეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ურთიერთობის გამოხატულებად შეაფასეს. შეხვედრის მთავარი თემა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები იყო. ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანის მხარდამჭერ როლს. ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანიის საგარეო უწყება მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღიარებს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოების თემებზე, განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული სიტუაცია. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა გერმანიის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის როლს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ეუთო აქტიურად არის ჩართული კონფლიქტების მოგვარებაში, არის თანათავმჯდომარე ჟენევის მოლაპარაკებების და აქედან გამომდინარე, გერმანიის, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის სიტყვა და ქმედებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრის თქმით, გერმანია მიესალმება საქართველოს მთავრობის მიდგომას, აწარმოოს კონსტრუქციული პოლიტიკა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. საუბრის დასასრულს ითქვა, რომ საქართველოსა და გერმანიის საგარეო უწყებებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს- 2017 წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდა. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)