|
2016-06-16 15:15:51, 1142 ნახვა
რეგიონი
შიდა ქართლის ხელისუფლება გორის საკოორდინაციო შეხვედრებს გადაიბარებს
შიდა ქართლის ხელისუფლება გორის საკოორდინაციო შეხვედრებს გადაიბარებს. მსოფლიო მასშტაბით, UNHCR-ის სამართლებრივი დაცვის და კოორდინაციის როლი გადაადგილების კონტექსტში მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ხელისუფლებებს და მოსახლეობას, რათა მოხდეს გადაადგილებული პირების ინტეგრაცია საზოგადოებაში. როდესაც ადგილობრივ ხელისუფლებებს ექნებათ შესაძლებლობა, ასევე ექნებათ სურვილი, რომ იკისრონ ხელმძღვანელობა ინიციატივებში, UNHCR-ი გადავა დამკვირვებლის როლში. შიდა ქართლში გუბერნატორის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა, მადლობა გადაუხადა UNHCR-ს შეხვედრების რეგულარული ორგანიზებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული შეხვედრების ამოცანას წარმოადგენს გამყოფი ხაზის სოფლებში სახელმწიფო გეგმების განვითარება და პრობლემებზე ფოკუსირება. მაჭარაშვილმა ასევე, ხასგასმით ისაუბრა სახელმწიფოს პროექტებზე, მათ შორის გამყოფი ხაზის სოფლებში ბუნებრივი აირის მილსადენების დამონტაჟება და დაკავშირებაზე. ამასთან, მისივე განცხადებით, ბევრი რამ გაკეთდა გამყოფი ხაზის სოფლებისთვის, თუმცა ყველა საჭიროება დაკმაყოფილებული არ არის და სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა. ცნობისთვის, საქართველოში, 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ, შეიქმნა გორის საკოორდინაციო შეხვედრები, რომელიც მიზნად ისახავს ჰუმანიტარული ქმედებების კოორდინაციას, რათა მაქსიმალურად გაზრდილიყო იძულებით გადაადგილებული პირების და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა შიდა ქართლში. აღნიშნული შეხვედრები იმართებოდა რეგიონალური ხელისუფლების თანამასპინძლობით და UNHCR-ი ხელს უწყობდა ფორუმის შექმნას დისკუსიისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს შორის, რომლებიც მუშაობენ მოსახლეობის კეთილდღეობისათვის შიდა ქართლში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს. კოორდინაციის შესაძლებლობების და გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც დაგროვდა UNHCR-ის და ადგილობრივი ხელისუფლების პარტნიორობის შედეგად, 2016 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან რეგიონალური ხელისუფლება გადაიბარებს საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზებას. UNHCR-ის როლი გარდამავალ პერიოდში პროცესის ორგანიზატორიდან მხარდამჭერის როლში გადაინაცვლებს. აღნიშნულის შემდეგ, UNHCR-ის როლი საკოორდინაციო მექანიზმებში იქნება, როგორც მონაწილის და დამკვირვებლის.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)