11:13 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 11:03:57, 851 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართება

საქართველოს დელეგაცია ქ. ბრიუსელში იმყოფება, სადაც 2016 წლის 16 ივნისს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე. ასოცირების კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე იქნება ევროკავშირის მხარე, კერძოდ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი.

კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით" გათვალისწინებულ ყველა ძირითადი პრიორიტეტი, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, საქართველოსა-ევროკავშირს შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის  ისეთ სფეროებში როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება და კულტურა, ახალგაზრდობის საკითხები და ა.შ.

საუბარი ასევე შეეხება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებს.  კომიტეტის სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის როლს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ომსკში, საზღვრიდან 2500 კილომეტრში მდებარე Ozon-ის საწყობს და ნავთობქიმიურ ქარხანას
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
„თეთრი სახლი ისე გამოიყურება, თითქოს სადამ ჰუსეინმა იქ რესტორანი გახსნა“ - ობამამ ტრამპს დასცინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics