|
2016-06-14 17:39:03, 1690 ნახვა
სამართალი კომენტარი
კახიძე: ვანო მერაბიშვილის გამარჯვება, ყველა იმ მოხელის გამარჯვებაა, ვინც პოლიტიკურ დევნაშია
ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ მისი გამარჯვება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფება, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კახიძის თქმით, მერაბიშვილი თავს მხნედ გრძნობს და ბრძოლას ყველა სამართლებრივი გზით განაგრძობს. „ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ მისი გამარჯვება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ყველა იმ პოლიციელის გამარჯვებაა, რომელიც უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში ან შეავიწროვეს პოლიტიკური ნიშნით. ასევე, ეს არის გამარჯვება ყველა იმ საჯარო მოხელის, რომელიც გაათავისუფლეს სამსხურიდან ან პოლიტიკურ დევნაშია. ვანო მერაბიშვილს მიაჩნია, რომ, რაც ისედაც ნათელი იყო, ადამიანის ევროპულმა სასამართლომ პრაქტიკულად დაადასტურა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. ცნობისთვის, ოთარ კახიძემ ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა. ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მუხლები დაირღვა. სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მთავრობამ ვანო მერაბიშვილს 12 ათასი ევრო 3 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს.
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)