03:08 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 16:41:32, 1142 ნახვა

რეგიონი
ხაბაძემ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტის დაწყების შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და მედიის წარმომადგენლებს  ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტის დაწყების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ხაბაძემ აღნიშნა, ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტების საპრივატიზებო ღირებულება ჯამში დაახლოებით 21,1 მილიონი ლარს შეადგენს.

„ჩვენი მთავრობის პირორბებში ახალ ბულვარში არაერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება და ამ ტერიტორიაზე ნამდვილი საინვესტიციო ბუმია. ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტების საპრივატიზებო ღირებულება ჯამში დაახლოებით 21,1 მლნ ლარია, საიდანაც ჩვენ 520 მლნ ლარის ინვესტიციას ველოდებით, აქედან 100 მილიონი ლარი კი უკვე განხორციელებულია" - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ხაბაძემ სასტუმრო სექტორის განვითარების და სამუშაო ადგილების ზრდის ტენდენციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „რეგიონისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება.

ცნობისთვის, ბულვარის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი (32 249 კვ.მ) პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე 5 მლნ იქნა გატანილი და ვაჭრობის შედეგად დაახლოებით 100% იანი ფასნამატით, 9,3 მლნ ლარად შპს „ორბი ჯგუფ მილენიუმმა" შეიძინა.

აუქციონის პირობების მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 350 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება.„ორბის" პროექტის მიხედვით ასევე საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, მათ შორის არანაკლებ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღია ტიპის საცურაო აუზი, ასევე დახურული ტიპის აუზი, სარეკრეაციო ზონა, ღია სათამაშო მოედნები და სხვა ობიექტები მოეწყობა. პროექტი არანაკლებ 300 მოქალაქის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 4 წელში დასრულდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics