|
2016-06-08 21:18:12, 1325 ნახვა
სამართალი
შსს წყალტუბოს პოლიციის უფროსის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს პოლიციის უფროსის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „2016 წლის 8 ივნისს, ქალაქ წყალტუბოში, 1954 წელს დაბადებული თეიმურაზ გ. საკუთარი ავტომანქანით გაჩერებულ ევაკუატორს შეეჯახა, რის შემდეგაც ევაკუატორის მძღოლთან - 1979 წელს დაბადებულ კონსტანტინე ს.-სთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. თეიმურაზ გ.-მ კონსტანტინე ს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებმა დაჭრის ფაქტზე სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა და ადგილსამყოფელი ოპერატიულად დაადგინეს. დაკავების ოპერაციის დროს, თეიმურაზ გ.-მ სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსი რევაზ ქობულია მსუბუქად დაიჭრა. საპასუხო სროლისას, ასევე, დაიჭრა თავად თავდამსხმელი. ამ დროისათვის ორივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღები - 2 პისტოლეტი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. თეიმურაზ გ-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის იარაღი და საბრძოლო მასალა. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 118-ე, 236-ე და 353-ე მუხლებით აწარმოებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში ყოველთვიურად 6000-ით მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ახლებით ავსებს
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)