|
2016-06-04 16:13:24, 1338 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთში უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი დაიწყო
სამცხე-ჯავახეთში აღდგენილი "ხიზაბავრის მესხური ტერასების" ტერიტორიაზე უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი დაიწყო. ვაზის პირველი ნერგები, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, „ვარძიის ტერასების“ დირექტორმა გიორგი ნათენაძემ და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ჩაყარეს. მესხურ ტერასებზე უნიკალური ჯიშის ვაზის გაშენების პროცესის დაწყების შეფასებისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთის და მთლიანად საქართველოს ფეხზე წამოდგომის დასაწყისია. "ძალიან ძნელია, აღწერო ის ემოცია, რომელიც ახლა მე გამაჩნია. ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო მივიწყებული, აღვადგინეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, გიორგი ნათენაძეს, მეუფე თეოდორეს, საქართველოს ეკლესიას თანადგომისთვის", - განაცხადა პრემიერმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მესხური ტერასების აღდგენის პროცესში დასაქმებულ ადამიანებსა და სხვადასხვა პროფილის ხელოსნებს. პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტით რეგიონში აღდგა უძველესი ხელობები, მათ შორის ქვაზე მუშაობა, რაც რეგიონს გააცოცხლებს და მას მეტი სტუმარი ეყოლება. "ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დაინტერესებულია ამ პროექტით. თუ არ ვცდები, 27 ისტორიული მესხური ჯიშის ვაზი გაშენდა ამ ტერიტორიაზე და მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს", რომელმაც დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების ჯიღაურას საჯიშე მეურნეობა გადმოსცა უსასყიდლოდ სახელმწიფოს, სადაც არის 460-ზე მეტი ისტორიული ქართული ყურძნის ჯიში აღდგენილი და შენარჩუნებული, ასევე უცხოური ჯიშებიც და ეს არის უდიდესი, საშვილიშვილო საქმე. ძალიან გახარებული ვარ, ეს არის ადგილი, სადაც თამარ მეფემ ფეხშიშველმა გაიარა იმისთვის, რომ ელოცა ქვეყნის გამარჯვებისთვის და ვაზი, რომელიც დღეს ირგვება, არის თამარ მეფის ჯიშის ვაზი. ეს სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის. ეს არის საქართველოს აღორძინების ძალიან მკაფიო ნიშანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. რეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების აღორძინებას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასები მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)