|
2016-05-30 17:13:44, 987 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, კონგრესზე ქბრბ ნივთიერებების გაუვრცელებლობის, უსაფრთხოების, ინციდენტების შედეგების მართვის საკითხებსა და ამ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკასა და მოწინავე ტექნოლოგიებზე იმსჯელეს. უწყების ინფორმაციით, შს მინისტრმა კონგრესის 250-მდე მონაწილეს მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან სიტყვით მიმართა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, „ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ სატრანზიტო მდებარეობას უკავშირდება რადიოაქტიური და ბირთვული ნივთიერებებით უკანონოდ ვაჭრობის საფრთხეები, რაზეც მეტყველებს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოვლენილი ბირთვული ნივთიერებების კონტრაბანდის არაერთი ფაქტი. „ სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული სახელმწიფო საზღვრების უსაფრთხოება. ზოგადად, აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავება შეუძლებელია რომელიმე კონკრეტული უწყების ცალკეული ძალისხმევით ან, თუნდაც, რომელიმე ერთი სახელმწიფოს მონდომებით. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ სფეროში მჭიდრო უწყებათშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების შექმნის მიმართულებით“,-განაცხადა მღებრიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურადაა ჩართული ქბრბ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო უსაფრთხოებისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არაერთი მსხვილმასშტაბიანი პროექტი განხორციელდა. ამასთან, შსს-ს კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირება და შესაბამისი კრიმინალისტიკური ექპერტიზის უზრუნველყოფა. კერძოდ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამისი განყოფილება აღნიშნული ინციდენტების ლიკვიდაციასა და ზიანის შემცირების ღონისძიებებს უზრუნველყოფს, ხოლო შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ყველა შესაძლებლობა გააჩნია იმისთვის, რომ ქბრბ დანაშაულთან დაკავშირებული კრიმინალისტიკური ექსპერტიზა ეფექტიანად განახორციელოს. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი საქართველოში წელს მეორედ გაიმართა. კონგრესს საქართველოს მთავრობის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები დაესწრნენ.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)