02:32 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 13:38:45, 1279 ნახვა

რეგიონი
ბათუმში გმირთა ხეივანში 18 მილიონიანი პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან დავით ბალაძესთან ერთად დღეს გმირთა ხეივანში ახალ საინვესტიციო პროექტს ჩაუყარა საფუძველი.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის ფარგლებში ეს პირველი პროექტია. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია 1000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე 105 ნომრიან სასტუმროს, 300 საცხოვრებელ აპარტამენტს, კომერციული ფართებს, სპა ცენტრს, საზოგადოებრივ კვების ობიექტს ("ლაუნჯი", ბარი, კაფე, ლუდის ბარი) და გასართობ ცენტრს(კინოთეატრი) განათავსებს. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 18 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„მშენებლობაზე ამ დროისთვის 35 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რიცხვიც მშენებლობის პროცესში 100-მდე გაიზრდება. პროექტი ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა.

გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანში არსებული 3 ჰა ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.

კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსებაა შესაძლებელი.

გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა. უახლოეს მომავალში ამ ტერიტორიაზე დამატებით ორი ახალი საინვესტიციო პროექტია დაგეგმილი“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics