|
2016-05-17 16:49:46, 1437 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე 8 საკითხი განიხილეს, მათ შორის რეგიონის სამინისტროების კვარტალური ანგარიშები. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის პირველ კვარტლში გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. სოფლის მეურნების მინისტრმა ისაუბრა ასევე აჭარის 2016-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიის სახელმძღვანელო დოკუმენტზე, რომლის საჯარო პრეზენტაცია უახლოეს მომავალში მოეწყობა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პირველ კვარტლში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ წარმოადგინა. აღინიშნა, რომ სამინისტროს სერვისებით 5 751 ბენეფიციარმა ისარგებლა. მინისტრმა ისაუბრება ასევე სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილმა უწყების კვარტალური ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად შეაჯამა სკოლების ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები. რეგიონის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ წულაძემ კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე სოფელ ხინომდე და მტირალას ეროვნულ პარკში სოფელ ჩაქვისთავამდე არსებული გზების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების განხორციელების შესახებ ისაუბრება. მთავრობის სხდომაზე ხაზი გაესვა ამ პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად. მთავრობის სხდომის დასასრულს არჩილ ხაბაძემ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა: წელს ბათუმის ძველ ბულვარში განთავსდება ახალი სასწრაფო ამბულატორია, რომელიც გადაუდებელ დახმარება გაუწევს ქალაქის დამსვენებლებს. თანამედროვე ტიპის ამბულატორია სულ ორია საქართველოში, ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აჭარას გადმოსცა საჩუქრად.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)