|
2016-04-29 12:07:36, 1245 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი მღებრიშვილი უნგრეთის შს მინისტრს შეხვდა
ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თავის უნგრელ კოლეგას, შანდორ პინტერს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შს მინისტრებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების და სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შანდორ პინტერმა გიორგი მღებრიშვილს უნგრეთის შს სამინისტროს სტრუქტურაზე, მის ფუნქცია-მოვალეობებზე, სტრატეგიასა და მიზნებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც უნგრეთის შს მინისტრმა აღნიშნა, ბოლო პერიოდის მანძილზე საქართველოსა და უნგრეთის საპოლიციო თანამშრომლობა მყარ საფუძველზე დგას. „რასაც ამ თანამშრომლობის შედეგად მივაღწიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩვენი სურვილია, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ ნებისმიერი მიმართულებით. სიამოვნებით გაგიზიარებთ და თქვენგანაც გავიზიარებთ სხვადასხვა ინფორმაციასა და გამოცდილებას“, - განაცხადა შანდორ პინტერმა. შეხვედრაზე უნგრეთის შს მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებას გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის - „112“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უნგრეთმა, ანალოგიური ცენტრის შექმნისას, მისი მაგალითით იხელმძღვანელა. თავის მხრივ, შანდორ პინტერმა გიორგი მღებრიშვილს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში უნგრული გამოცდილების გაზიარება შესთავაზა. საქართველოს შს მინისტრმა უნგრელ კოლეგას ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული, წარმატებული რეფორმები გააცნო და საქართველოს შს სამინისტროს მიერ ევროპის პოლიციის სამსახურთან (EUROPOL) თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მიღწეულ შედეგზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა, - „მზად ვართ, ჩვენი ურთიერთობა უნგრეთთან ახალ საფეხურზე გადავიდეს. დანაშაული, ხშირ შემთხვევაში, სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს. ამიტომ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მთავარი არა მხოლოდ დანაშულის აღკვეთა, არამედ - მისი პრევენციაა. სწორედ ამ მიზნით, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა ხშირად გადამწყვეტია“. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2012 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც სამართლდაცვით სფეროში თანამშრომლობის ყველა ასპექტს მოიცავს და ურთიერთობების განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. საქართველოსა და უნგრეთის შს მინისტრებმა ორი ქვეყნის საპოლიციო აკადემიებს შორის საგანმანათლებლო მიმართულებით დაგეგმილ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. გიორგი მღებრიშვილმა შანდორ პინტერსა და უნგრეთის მთავრობას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უნგრელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)