02:18 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 16:44:21, 1601 ნახვა

რეგიონი
ბათუმში საერთაშორისო სამედიცინო გამოფენა გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ პირველი საერთაშორისო გამოფენა ,,EXPOMEDBATUMI 2016 ’’ გახსნეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით მსგავსი გამოფენა ბათუმში წელს პირველად ტარდება და მასში ადგილობრივ კომპანიებთან ერთად უცხოური კომპანიებიცაა წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები, სამედიცინო დაწესებულებები და სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები.

საერთაშორისო გამოფენა ,, EXPOMED BATUMI 2016 ’’ ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების პრეზენტაციები. მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები. გამოფენაში ქართული, თურქული, უკრაინული, აზერბაიჯანულილ, რუსული, სომხური, ირანული, პოლონური, ბელორუსული კომპანიები მონაწილეობენ.

გამოფენა ,,EXPOMED BATUMI 2016 ’’ - ის ორგანიზატორია ,,GEONET EXPO’’.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics