|
2026-11-17 12:46:44, 332 ნახვა
სხვადასხვა
დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
აბუ-დაბის სისხლის სამართლის სასამართლომ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე რვა მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქა - თითოეულ მათგანს პატიმრობის ნაცვლად 150 ათასი დირჰამის (დაახლოებით 106 ათასი ლარის) ჯარიმის გადახდა დაეკისრა. 17 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მხარეთა შერიგება, ურთიერთპრეტენზიებზე უარის თქმა და დაზარალებულის მიმართვა აბუ-დაბის მთავრობისადმი დაკავებულთა გათავისუფლების თხოვნით. აბუ-დაბიში გამართული ჭიდაობის შემდეგ მერაბ დვალიშვილმა თავად ითხოვა თავდამსხმელების გათავისუფლება. სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლომ ექვსი პირი დამნაშავედ ცნო საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევაში, პანიკის გავრცელებასა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში. თავდაპირველად თითოეულ მათგანს ექვსთვიანი პატიმრობა, 300 ათასი დირჰამის (დაახლოებით 212 ათასი ლარის) ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტაცია შეუფარდა. კიდევ ორი პირი დამნაშავედ ცნეს ჩხუბის ამსახველი კადრების გადაღებასა და ინტერნეტში გავრცელებაში. თითოეულ მათგანს 50 ათასი დირჰამის (დაახლოებით 35 300 ლარის) ჯარიმა დაეკისრა.
მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



