14:31 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-17 12:33:37, 373 ნახვა

პოლიტიკა
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები

ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს. სად არ ვყოფილვარ - ასეთი საცობები არასდროს მინახავს. არსად. სტრესული პროცესია, როცა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება გიწევს. -  - თქვა UFC-ის მებრძოლმა, ილია თოფურიამ La Gazzetta Georgia-სთან ინტერვიუში.

"ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს. სად არ ვყოფილვარ - ასეთი საცობები არასდროს მინახავს. არსად. სტრესული პროცესია, როცა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება გიწევს. რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები, იმისთვის, რომ მოქალაქეების ენერგია და დრო დაიზოგოს. თან, როცა ვხედავ, რომ ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს ზოგადად თბილისში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მანქანაც იქნება, უფრო მეტი საცობებიც. დიდი სიამოვნებით გადავხედავდი ქალაქის პროექტს. როგორ აქვთ ეს ყველაფერი დაპროგრამებული.

დღეს 2026 წელში ვართ, მაგრამ 2030 წელს, რა გვექნება და როგორ განვითარდება ეს მთლიანი ინფრასტრუქტურა, რომ ასეთი საცობები არ იყოს?! იმიტომ, რომ თბილისს ისეთი პრობლემა აქვს, ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა გინდოდეს წასვლა, ქალაქში უნდა გაიარო. არ აქვს გარედან მთლიანი სისტემა, დავუშვათ, როგორც ესპანეთშია - ავტობანები არის და ქალაქის ყველა პუნქტს თავისი შესასვლელები აქვს და ასე მოძრაობენ. წრიული ხაზებია.

თორემ ისე, ქალაქი შეიძლება ძალიან მაგარი იყოს, ყველაფერი ძალიან მაგარი გქონდეს, მაგრამ თუ დაისტრესე, აქ ცხოვრებაში… რა ვიცი" - თქვა ილია თოფურიამ La Gazzetta Georgia-სთან.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics