|
2016-04-11 17:03:17, 597 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავით ბაქრაძის საჯარო ლექცია გაიმართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა. სახელმწიფო მინისტრმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკაზე, ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად არსებულ მექანიზმებზე, გაზრდილ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, გავრცელებულ მითებსა და მონტენეგროს გამოცდილებაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და მხარდაჭერის და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას. საჯარო ლექცია აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა. შეხვედრა საქართველოში 4-19 აპრილს მიმდინარე ნატო-ს კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეული 4 აპრილს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში უკვე გაიმართა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის, ორდღიანი სემინარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისთვის, საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის რეგიონული ოფისის გახსნა, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჟურნალისტიკის სკოლის ვიცე-დეკანის შეხვედრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან და სხვა. ასევე, იგეგმება პროექტი „ერთი დღე ჯარში“ მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის. გამწვანების აქცია გურიაში, სტუდენტების ვიზიტი კიბერუსაფრთოხების ბიუროში, კონკურსები, კონფერენციები, დებატები და სპორტული ღონისძიებები. ცნობისთვის, ნატო-ს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. კვირეული სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კოორდინაციით, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)