|
2016-04-11 16:59:39, 509 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილესთან, კურტ ტონგთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწესთან, ტომას მელიასთან. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში, ვონ ტურეკიანი, ხოლო ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების კუთხით. აღნიშნეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო UშAID-ის მიერ საქართველოს რეგიონებში მიმდინარე პროექტების წარმოჩენის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის განვითრების, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში. ამერიკული მხარე მიესალმა ქვეყნის პროგრესს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით და გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის როლისა და ფუნქციის გაძლიერების მიმართ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს დაგეგმილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა წარმატებული იქნება. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია, განიხილონ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული მიმდინარე რეფორმები, მეწარმეობის ხელშეწყობის, ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წახალისებასთან დაკავშირებული თემები. მხარეები მიმოიხილავენ საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ორმხრივ და რეგიონულ საინვესტიციო პროექტებს. ყურადღებას გაამახვილებენ ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობაზე. რეგიონული ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივას და ამ თვალსაზრისით საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის როლს. შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვას ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროებში.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)