|
2026-11-03 22:24:20, 2529 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 2022 წლის მარტში საქართველომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ეს იყო დიდი შეცდომა
2022 წლის მარტში საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა. ვფიქრობ, ეს იყო დიდი შეცდომა და უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილება, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოგვიანებით ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოსა და სხვა კანდიდატი ქვეყნების შეფასებები, რომლის მიხედვითაც საქართველო მოლდოვასთან ან ბოსნიასთან შედარებით, ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებდა.
„მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებმა კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველოს განაცხადი კი კვლავ არ დაკმაყოფილდა. ეს გარემოება კონკრეტულმა ჯგუფებმა გამოიყენეს. შიდა ოპოზიცია და ევროპული თუ სხვა წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ რევოლუციის ორგანიზებას იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა. ეს საკმაოდ უცნაური ვითარება იყო. საბოლოოდ, მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენ კი წელიწადნახევრის განმავლობაში გვიწევდა ბრძოლა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ეს იყო ძალიან რთული პროცესი. გვიწევდა ჯერ 12, შემდეგ 9 პუნქტის შესრულება. ევროკომისიისგან სხვადასხვა დღის წესრიგს ვიღებდით და საქართველო ამ ვალდებულებების შესრულების მიმართ ყოველთვის ერთგული იყო. ჩვენ ასევე სრულად ვართ ერთგულნი ასოცირების დღის წესრიგის", - განაცხადა პრემიერმა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)