|
2026-10-23 11:55:49, 284 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე პეტერ მადიარმა ბუდაპეშტში მიიწვია
ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავარი საიუბილეო ღონისძიება, რომლის სტუმრებსაც სიტყვით მიმართავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე 23 ოქტომბერს გაიმართება. „თავისუფლება, რომელიც ცენტრალურმა ევროპამ საბოლოოდ დაიბრუნა 1989 წელს, არ დაწყებულა 1989 წელს. მისი ისტორიის ნაწილი 33 წლით ადრე, ბუდაპეშტის ქუჩებში დაიწერა. მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება ღონისძიებაზე, სადაც პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა სიმამაცე დღესაც შთაგვაგონებს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს და რომელთა მემკვიდრეობაც კვლავ პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს“, – აღნიშნულია პეტერ მადიარის ოფიციალურ მოსაწვევ წერილში, რომელიც კობახიძემ მიიღო.
აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ მასკმა რესპუბლიკელებს 445 მილიონი დოლარი შესწირა
კობახიძე პეტერ მადიარმა ბუდაპეშტში მიიწვია
გარდაცვლილ სანეტორ გრემს, მამაკაცები ექსკორტის მომსახურებაში ადანაშაულებენ, ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ პოლიტიკოსთან შეხვედრის დროს არასრულწლოვანი იყო
ალდაგი იმსახურებს ჩემპიონს - BOG-ის კამპანიას სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)