|
2026-10-22 17:11:16, 319 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით ეხმაურება გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, დიმიტრი ჩუბინიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებას. ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის დაკავება მხოლოდ მისი ჟურნალისტური ნამუშევრების, სხვადასხვა მედიაში გაჟღერებული პოზიციებისა და სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული მოსაზრებების გამო საშიში პრეცედენტია და თუკი გამოძიებას აქვს მის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებებიც, ისინი უნდა გასაჯაროვდეს. "ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სამშობლოს ღალატის უმძიმესი მუხლით, მტკიცებულებების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს საჭიროებს" - წერს ქარტია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დიტო ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას. დიმიტრი ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში დააკავეს - მისი დაკავების შესახებ ცნობილი პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)