14:30 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-21 14:08:13, 268 ნახვა

სამართალი
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს

უვადო პატიმრობა მიუსაჯა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს.

თბილისის ერთ-ერთი კვების ობიექტის 22 წლის თანამშრომელი თამაზ მთივლიშვილი, პროკურატურის ინფორმაციით, თავისი დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით ცემის შედეგად მოკლეს. სამზარეულოს ხის დაფა, რომლითაც მთივლიშვილს გაუსწორდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

პაპაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.

საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანი კიდევ სამი მსჯავრდებულის მიმართ. ისინი მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის მსგავსად ბრადება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.

ბაირამ ალი გუსეინოვს დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლუკა გვენეტაძეს - 5 წლით, საბა რობაქიძესა და ვერიკო კაპანაძეს კი, 4,3-4,3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მიესჯილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics