14:02 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-21 13:46:13, 213 ნახვა

საზოგადოება
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადები, ელექტროენერგეტიკული სისტემის 24-25 ივლისის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ შესაბამის ზომებს მიიღებდნენ. ნარმანიას განცხადებით, მარგულირებელმა კომისიამ შესაბამისი დასკვნა მოამზადა, რომლის განხილვასაც 2 კკვირის ვადაში დაასრულებს და "მიიღებს შესაბამის ზომებს და შედეგად დასანქცირდებიან კომპანიები". ნარმანიას კომენტარს BMG ავრცელებს.

"მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა 24-25 ივლისის სისტემური ავარიების საკითხების დეტალური შესწავლა. შესწავლილ იქნა გადამცემი და გენერაციის ობიექტების საქმიანობის ქსელის წესებთან შესაბამისობის საკითხები. არაერთი ხარვეზი და დარღვევა იქნა აღმოჩენილი სამუშაო ჯგუფის მიერ და მომზადებული და ხელმოწერილი დასკვნა გადაეგზავნებათ შესაბამის დაინტერესებულ პირებს. ელექტროსისტემას, ხრამჰესს და გენერაციის სხვა ობიექტებს, ასევე ენერგოპროს, იმისათვის, რომ გაეცნონ დასკვნაში წარმოდგენილ საკითხებს და წარმოადგინონ მათი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ორი კვირის ვადაში მარეგულირებელი კომისია დაასრულებს საკითხის განხილვას და მიიღებს შესაბამის ზომებს და შედეგად დასანქცირდებიან კომპანიები". - აცხადებს ნარმანია.

როგორც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდოამრე აღნიშნავს "დასკვნაში წარმოდგენილი საკითხები სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ კომისიამ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ზომა". 

მისივე განცხადებით, ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ თავიდანვე მიიღებდნენ შესაბამის ზომებს.

"მარეგულირებელი კომისია, მარეგულირებელი კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს იმას, რომ ამ სისტემური ავარიების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი რეგულირებების გაკეთებით, რომელიც არ განხორციელდა თავის დროზე, ასევე მწყობრში უნდა ყოფილიყო ავტომატიკა და შესაბამისად სხვა მარეგულირებელი ტექნიკური ინსტრუმენტები. ამ ყველაფერზე საკმაოდ ვრცლად არის საუბარი იმ დეტალურ ანგარიშში, რომელიც იქნება წარმოდგენილი და შესაბამისად მერე შეგეძლებათ თქვენ თვითონ გაავრცელოთ დეტალური ინფორმაცია". - თქვა ნარმანიამ.

როგორც ის აღნიშნავს, საკითხს კოორდინირებულად სწავლობენ სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურთან ერთად. 

"მარეგულირებელი კომისია საკითხს სწავლობს კომპანიების საქმიანობისა ქსელის წესებთან შესაბამისობის ნაწილში, ანუ ტექნიკურ ნაწილში და შესაბამისად სისხლისსამართლებრივ დანაშაულთან დაკავშირებით მსჯელობა არ არის მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილება. ამას სწავლობს შესაბამისი სამსახური. ჩვენ რა თქმა უნდა კოორდინაციაში ვიმყოფებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ვნახოთ რა შედეგებზე გავლენ ისინი". - აცხადებს ის. 

ცნობისთვის, 2026 წლის ივლისსა და აგვისტოში საქართველოში დენის სისტემური გათიშვის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. პირველად 24 და 25 ივლისს, შემდეგ 5 აგვოსტოს. 

ივლისში ელექტროენერგიის სისტემური გათიშვის საქმეზე სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის- 10+ პროექტი, 600+ სტიპენდიატი 70 000 + ბენეფიციარი
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics