2026-10-21 10:05:33, 261 ნახვა
ევროპის ამბები
საფრანგეთში არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა
„ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობით, საფრანგეთში მასობრივი არეულობა შესაძლოა სადაზღვევო კომპანიებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საპროტესტო ღონისძიებად იქცეს.
„მორნინგსტარ DBRS“-ის ანალიტიკოსების შეფასებით, სადაზღვევო კომპანიების ზარალმა შესაძლოა 1,2 მილიარდ ევროს მიაღწიოს.
თუ არეულობა გაგრძელდება, ხარჯები შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. მოსალოდნელია, რომ ასეთი მოვლენები ყოველწლიურად ასობით მილიონი ევროს ზარალს გამოიწვევს.
საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრის, სერჟ პაპენის წინასწარი შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 3000 ბიზნესი დაზარალდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან