2026-10-16 21:20:49, 739 ნახვა
ევროპის ამბები
რომის პაპმა სატელეფონო საუბრისას პუტინს მოუწოდა შეწყვიტოს ცეცხლი
ვატიკანის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, რომის პაპმა ლეო XIV-მ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინათ.
„საუბრის დროს წმინდა მამამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო და მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო ევაკუაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
„დასასრულს, წმინდა მამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წმინდა საყდრის ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ“, - დასძინა ვატიკანმა. საუბრის შესახებ ასევე იტყობინება კრემლი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან