21:20 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-15 20:15:19, 352 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი „კატეგორიულად ითხოვს“ ბათუმში ბადრაგირებას. 

როგორც დაკავებული პოლიტიკოსი ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, მისი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლოში მისი პოზიცია დააფიქსიროს.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელით რეალურად ასამართლებენ სამშობლოს - საქართველოს.

„კატეგორიულად მოვითხოვ მოხდეს ჩემი ბადრაგირება ბათუმში და მომეცეს შესაძლებლობა, როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს, საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია. მაქვს უფლება და იმედს დავიტოვებ, არ შეეშინდება „ოცნების“ კრიმინალურ ბანდას სიმართლეს მოუსმინოს ე.წ. „საკონსტიტუციო სასამართლოში!“პარტიებს კი არა ანწუხელიძეს, ძმებ რომელაშვილებს და ჩვენს გმირებს აცხადებენ დამნაშავედ!!! ეს არ არის პარტიის საიდენტიფიკაციო კოდის გაუქმება! ეს არის მერაბ კოსტავას, ზვიადის საქართველოს გასამართლება! ღალატის კომისიის სისრულეში მოყვანა და მწამებელი, ტერორისტი რუსეთის გამართლების აქტი!

იმედი მაქვს ამ პროცესს გაიაზრებს ყველა და ლაჩრულად, შეშინებულები მხოლოდ „შეშფოთებით“ არ შემოვიფარგლებით! აქ ყველა ერთი ვართ და ეს უნდა ვაქციოთ საქმედ!!!

რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს - საქართველოს! გაიღვიძეთ! უკიდურესად ჩუმად არის ხალხი და არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი გმირების სულში ჩაფურთხებას და ჩვენი დამოუკიდებლობის რეალურად ოკუპანტზე გადაცემას არ შევებრძოლებით!

ცხადად და მკაფიოდ ვამბობ, რომ ეს არ ეხება პარტიების რეესტრს!

ამ სათაურის ქვეშ საქართველოს აბრალებენ აგრესორობას, საქართველოს ასამართლებენ, გმირებს უყენებენ ბრალს და რუსებს ამართლებენ - ჩვენი დების, ძმების, შვილების მკვლელობაში! ძმებო არ შეიძლება ამის გატარება! ქმნიან დოკუმენტს, რომელიც საბოლოოდ ანადგურებს საქართველოს სახელმწიფოს!

უმორჩილესად გთხოვთ ნურც თავს და ნურც ხალხს ნუ მოატყუებთ, რომ აი „გარედან“ მოგვეშველებიან და ისინი დაამარცხებენ რეჟიმს! ასე ვერ იქნება, თუ ჩვენ ჩმორებივით დავხრით თავს და ყველაფერზე ვიტყვით, რომ „მერე რა“....

ახლა დროა პროცესის გარშემო, საქართველოს გარშემო დავდგეთ და ვიბრძოლოთ! ერთი „პარტია“ არსებობს და ეს არის საქართველო!

როგორც რიგითი მოქალაქე, მომავალში მოვემსახურები მას, ვინც დღეს ივაჟკაცებს საქართველოსთვის!

მოკლედ, მზად ვარ და მოვითხოვ დავესწრო პროცესს და მოღალატეებს პირში ვუთხრა სათქმელი!

ასევე მაქვს იმედი, ათასობით ადამიანი პარალელურად იქნება პროტესტში ბათუმშიც!

აღარ არსებობს არანაირი გამყოფი, ახლა მაინც გაიგოს ყველამ!

ძალა ხალხშია! ძალა ერთობაშია!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

პ.ს. მხარს ვუჭერ 25 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას! უნდა ვიაქტიუროთ!“, - წერს ხაბეიშვილი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს
ევროკავშირი უკრაინას Starlink-ის ალტერნატივას შესთავაზებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics