18:13 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-15 17:11:15, 314 ნახვა

სამართალი
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პატიმარი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა, პირქვე დაეცა და გარდაიცვალა

ბრალდებული, რომელიც ქუთიასის მეორე ციხეში 2 ოქტომბერს იყო შესახლებული, 9 ოქტომბერს საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა, პირქვე დაეცა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.- ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს. მომხდართან დაკავშირებით კი განვმარტავთ, ბრალდებული გ.გ №2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა 2026 წლის 2 ოქტომბერს (ბრალდებული სსსკ-ის 276-ე მუხლის I-V-ნაწილით). 2026 წლის 9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, ბრალდებულ გ.გ.-ს თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ იგი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. ამ დროს საკანში მისი ხუთი თანამესაკნე იმყოფებოდა. ამასთან, დერეფანში, საკნის კართან იდგა დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელიც საკნის კარის სარკმლიდან გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ მსჯავრდებულს ეკონტაქტებოდა. სოციალურმა მუშაკმაც გაიგო საკანში დაცემის ხმა, რაც ნათლად ჩანს დაწესებულების დერეფანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერში ასახულ მის რეაქციაში.

შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ერთ წუთში ადგილზე გამოცხადდა დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, რომელმაც ბრალდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. 14:36 საათზე დაწესებულებაში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე 14:50 საათზე გამოცხადდა. მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა, 15:15 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალება.

მომხდარის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა იმერეთის საოლქო პროკურატურას, რის შემდეგაც ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და გამოძიებას უკვე მიეწოდა საქმესთან დაკავშირებული მასალები სრულყოფილად. - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.









ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას Starlink-ის ალტერნატივას შესთავაზებს
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პატიმარი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა, პირქვე დაეცა და გარდაიცვალა
სააკაშვილი- უნიათო დიქტატორი პარტიებს ვერ აკრძალავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics