14:38 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-14 13:24:18, 281 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.

ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი, არსებითად, ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება. - ამის შესახებ პოლიტიკური პაეტია "ჯერ საქართველოს" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, შედეგად ამისა, ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.

"მოქმედ ხელისუფლებას მოვუწოდებ სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები. მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში "გამარჯვებულ-დამარცხებულად" დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა. რეალურად კი,  დავმარცხდებით ყველა, დამარცხდება ქვეყანა, განიავდება თვისობრივი განვითარებისათვის დღეს ჯერჯერობით კიდევ თუნდაც მცირედით არსებული რესურსი.

დაფიქრდით.

ერთად ვიზრუნოთ ჯერ საქართველოსათვის და არა ჯერ პარტიასა თუ საკუთარი თავისათვის.

და სანამ დროა, შეჩერდით.

მივცეთ ქვეყანას პოლიტიკურად სუნთქვის საშუალება. - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics