03:21 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-14 11:08:26, 24326 ნახვა

High - Tech
ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ოპერაციები გაფრთხილების გარეშე შეზღუდა

SpaceX-მა ღამით Starlink-ის ტერმინალების ფუნქციონირებაზე შეზღუდვები დააწესა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის თავდაცვის ტექნოლოგიების მრჩეველმა სერგეი ბესკრესტნოვმა. მან განაცხადა, რომ შეზღუდვები სამხედრო StarShield პაკეტს ეხება: სიჩქარის ლიმიტი საათში 100 მილია - დაახლოებით 161 კმ/სთ.

ჩვენს თავდაცვის ძალებს ამ შეზღუდვის შესახებ წინასწარი შეტყობინება არ მიუღიათ, რამაც რამდენიმე ოპერაციის ჩაშლა გამოიწვია. ცხადია, ეს ნაბიჯი შემთხვევითი არ შეიძლება იყოს და მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება, წერს ბესკრესტნოვი.

შეფერხებების შესახებ იუწყება უკრაინელი მოხალისე და „სპილნოტა სტერნენკოს“ ფონდის დამფუძნებელი სერგეი სტერნენკოც. მან განაცხადა, რომ 160 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობისას კავშირი წყდებოდა, რამაც რამდენიმე მისია შეაფერხა. მისი თქმით, რეგულარული სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალები კვლავ ფუნქციონირებს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics