|
2026-10-14 09:56:50, 14440 ნახვა
რეგიონი
ალიევის მწვავე კრიტიკის ტალღა ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოსა და სტამბოლში მდებარე საკონსულოს წინ გაიმართა
აზერბაიჯანულ სკოლებში თავსაბურავის ტარების შეზღუდვამ თურქეთში საპროტესტო აქციები გამოიწვია. დემონსტრანტები ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოსა და სტამბოლში გენერალური საკონსულოს წინ შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ: „ჰიჯაბი ღვთის მცნებაა; მისი აკრძალვა შეუძლებელია!“ და თურქული მედიის ცნობით, ალიევის ადმინისტრაციისგან ამ პრაქტიკის შეწყვეტას მოითხოვდნენ. ასობით ადამიანმა ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოსა და სტამბოლში გენერალური საკონსულოს წინ აზერბაიჯანულ სკოლებში თავსაბურავის ტარების შეზღუდვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. საპროტესტოდ შეკრებილებმა ხაზი გაუსვეს, რომ თავსაბურავის ტარება რელიგიური მოთხოვნაა და ამ პრაქტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ თავსაბურავის მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო უფლებები არ უნდა შეიზღუდოს და მკვეთრად გააკრიტიკეს აზერბაიჯანის ხელისუფლება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)