|
2026-10-14 01:42:54, 291 ნახვა
სხვადასხვა
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
პაპ ლეო XIV-ის ფილტვის მცირე კვანძის ამოკვეთის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ვატიკანის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპი რომში, გემელის საავადმყოფოში, თავის ოთახში დაბრუნდა. „ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, გრაფიკისა და გეგმის მიხედვით. წმინდა მამა თავის ოთახში დაბრუნდა“, - ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში. პაპის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. სამშაბათს, 13 ოქტომბერს, 71 წლის ლეო XIV რომის აგოსტინო გემელის უნივერსიტეტის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ფილტვის კვანძის ამოკვეთის ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურა პროფესორის ხელმძღვანელობით თორაკალური ქირურგების ჯგუფმა ჩაატარა. პაპმა ფილტვის კვანძის არსებობა 11 ოქტომბერს, კვირა ანგელოზის ლოცვის შემდეგ გამოავლინა. მისი თქმით, კვანძი ადრეულ ეტაპზევე აღმოჩენილი იქნა ბოლო სამედიცინო გამოკვლევების დროს. ექიმებმა მისი ამოკვეთა ურჩიეს და პაპმა გადაწყვიტა, მათი რჩევა გაეთვალისწინებინა. ვატიკანს ჯერ არ გამოუცხადებია, სიმსივნე კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი. „როიტერის“ ცნობით, ოპერაცია ექიმებს შემდგომი ნაბიჯებისა და დამატებითი მკურნალობის საჭიროების დადგენაში დაეხმარება. ლეო XIV საავადმყოფოში დაახლოებით ერთ კვირას გაატარებს. მასთან დაკავშირებული ყველა საჯარო ღონისძიება 20 ოქტომბრამდე გაუქმდა.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)