|
2026-10-13 15:15:28, 481 ნახვა
საქართველომ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო
ოქტომბერში საქართველომ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო. ესკოს ოპერატიული მონაცემებით, 5-11 ოქტომბერს მეზობელი ქვეყნიდან 11.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა. გასული წლისგან განსხვავებით, წელს აპრილის შემდეგ საქართველოში ელექტროენერგია რუსეთიდან აღარ შემოსულა, გასულ წელს ამ პერიოდში კი, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი ხდებოდა აგვისტოდან, მთელი შემოდგომის პერიოდში. თურქეთი კი იმპორტიორთა შორის, მხოლოდ 2025 წლის დეკემბერში გამოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ზაფხულის სეზონზე საქართველოს მთავრობამ თურქეთთან ელექტროენერგიის გაცვლის - ე.წ. ბარტერის მექანიზმი აამოქმედა. ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის მაისი-ივლისის პერიოდში საქართველოდან თურქეთში ესკოს მიერ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდება იმ პირობით, რომ მიწოდებული ენერგია ქვეყანას შემოდგომაზე - სექტემბერ-ნოემბერში იმავე მოცულობით დაუბრუნდება. ანალოგიური ნორმა მოქმედებდა 2018 წელსაც , რაც ქვეყნებს შორის ენერგიის ბარტერულ შეთანხმებას ითვალისწინებდა.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)